27 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - აშშ-ს საელჩო საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოხუმის დაცემის დღიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს. მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

დიდება გმირებს!" - წერია განცხადებაში.

დღის ამბები