27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, აგვისტოს თვეში მონიტორინგის შედეგად, სამიზნე ქალაქებში შემოწმდა 281 სატრანსპორტო საშუალება, აქედან 89 სატრანსპორტო საშუალება თბილისში, ხოლო 192 - რეგიონებში. ასევე შემოწმდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა. მონიტორინგი ჩატარდა 687 დაწესებულებაში, აქედან 206 დაწესებულების თბილისში, ხოლო 481 დაწესებულების - რეგიონებში,- თამბაქოს კონტროლის ალიანსი თამბაქოს მოხმარების რეგულაციების აღსრულების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დაწესებულებების  მცირე ნაწილი კვლავაც სავალდებულოდ არ მიიჩნევს შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელ სტიკერებს. 

"ამინდის გაუარესებისთანავე მატულობს მოქალაქეების შეტყობინებები, რომ თბილისში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებებზე ავტობუსები თამბაქოს კვამლით არის გაჟღენთილი. მგზავრები ჩივიან, რომ "შესვენების შემდეგ პირველ და მეორე გაჩერებებზე ავტობუსში ასვლა არ ღირს, ისეთი ბოლია, ხველით დაიხრჩობი." სარკმლები ჯერ კიდევ ღიაა  და ორ გაჩერებაზე სალონი მეტ-ნაკლებად ნიავდება, რომ აცივდება და გათბობა ჩაირთვება, ალბათ ავტობუსები მძღოლების მიერ მოწეული თამბაქოს კვამლით გაიჟღინთება. - ამბობენ მოქალაქეები და შიშობენ, ცივ სეზონზე, ავტობუსის სალონში, მძღოლები უფრო ხშირად მოწევენ

მონიტორები საგანგებო დააკვირდებიან იმ უბნებში ბოლო გაჩერებებს, საიდანაც უკმაყოფილო მგზავრების უმრავლესობა გვეხმიანება. მგზავრების გულისწყრომა სრულად გამართლებულია და დამრღვევი მძღოლების ფაქტებზე აუცილებლად მოხდება შესაბამისი რეაგირება. ამ დრომდე გაუგებარია, რატომ ვერ ახერხებს თბილისის ავტოსატრანსპორტო კომპანია, ბოლო გაჩერებებზე ავტობუსების და მიკროავტობუსების გაჩერება სათვალთვალო კამერების წინ სავალდებულო გახადოს და მწეველი მძღოლებისთვის ნახევრად ღია ჯიხურები დაიდგას. 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლების მხრიდან მოწევის წესების რეგულაციის დარღვევები ქუთაისშიც დაფიქსირდა.  ა(ა)იპ „ქუთაისის მუნიციპალურმა ინსპექციამ“ ადმინისტრციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანებზე მომუშავე კომპანიები გააფრთხილა, რომ შემდეგში თითოეული დამრღვევი დაჯარიმდება.  

ქუთაისიდან უმეტესად შტყობინებები მოდის ტაქსებში მოწევის რეგულაციების დაღვევის შესახებ. მისასალმებელია მოქალაქეების აქტიურობა, მაგრამ თუ საჩივარს ფაქტებით არ გაამყარებენ, აღმასრულებელ ორგანოებს ვერ შეეძლებათ შესაბამისი რეაგირება. ამიტომაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მივმართავთ, შესაძლებლობების ფარგლებში როგორმე, მობილური ტელეფონით, ან სხვა, გადამღები საშუალებით დააფიქსიროთ მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტი და მოგვაწოდოთ, ან მიაწოდოთ 112-ს. ორივე შემთხვევაში კონფიდენციალობა დაცული იქნება. 

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, აგვისტოს თვეში მონიტორინგის შედეგად, სამიზნე ქალაქებში შემოწმდა 281 სატრანსპორტო საშუალება, აქედან 89 სატრანსპორტო საშუალება თბილისში, ხოლო 192 - რეგიონებში. ასევე შემოწმდა თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულება სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებში, სადაც კანონით აკრძალულია მოწევა. მონიტორინგი ჩატარდა 687 დაწესებულებაში, აქედან 206 დაწესებულების თბილისში, ხოლო 481 დაწესებულების - რეგიონებში.

მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ დაწესებულებების  მცირე ნაწილი კვლავაც სავალდებულოდ არ მიიჩნევს შესასვლელ კარზე და შიდა სივრცეში მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელ სტიკერებს. დაწესებულებების 45,9 %-ში შენობის შიგნით გაკრულია მოწევის აკრძალვის აღმნიშვნელი ნიშნები. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ამ ტიპის დამრღვევთა შორის არიან სამედიცინო დაწესებულებები. 

სამწუხაროდ, ქუჩის ბაზრობებსა და დახლებზე კვლავაც ფიქსირდება სიგარეტის და თამბაქოს სხვა ნაწარმის ხილულად რეალიზაციის ფაქტები, რადგან ამ ტიპის ლოკაციებზე რეაგირება სცილდება შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების საზღვრებს და ეხება გარე ვაჭრობაზე პასუხისმგებელ ორგანოებს, რომლებიც ეფექტურად ვერ აღკვეთენ დარღვევებს.

ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ რეგულაციები ირღვევა სავაჭრო ობიექტების გარე ფასადებზე თამბაქოს პროდუქტების რეკლამების სახითაც, მეტწილად ვაწყდებით თუთუნის რეკლამას",- აღნიშნულია გავრცცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები