27 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
მრავალსერიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსი ცხადდება

საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით კონკურსს აცხადებს.

პირობებსა და ვადებზე თეა წულუკიანმა ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონკურსი პირველი ეტაპია. ის დღეს გამოცხადდა და სცენარის შექმნასა და განვითარებას ისახავს მიზნად.

მეორე ეტაპი კი გულისხმობს შექმნილი სცენარების მიხედვით კინოწარმოების დაფინანსებას 2023 წლიდან. თემატიკა უნდა ეხებოდეს: საქართველოს უახლეს ისტორიას, ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას.

დღის ამბები