27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
მინდა, მოვუწოდო ყველას, ვინც ცდილობს, "ნაციონალურ მოძრაობაში" იყოს შიდა არეულობა, რომ გაასწორონ ფოკუსი და ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია – ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესა და მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრებს შორის მძიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ენმ-ში ეხმაურებიან.

ანა წითლაძის თქმით, პარტიაში არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ფიზიკური თავდასხმა უნდა მოაწყოს.

ამასთან, როგორც ანი წითლიძე ამბობს, მოუწოდებს ადამიანებს, ვინც ცდილობს, "ნაციონალურ მოძრაობაში" იყოს შიდაარეულობა, ფოკუსი გადაიტანონ სხვა პრობლემაზე.

"მინდა, მოვუწოდო ყველას, ვინც ახლა ცდილობს, "ნაციონალურ მოძრაობაში" იყოს შიდაარეულობა, რომ გაასწორონ ფოკუსი და ამ ფოკუსის სამიზნე არ არის ნიკა მელია. ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, არიან სამოქალქო აქტივისტები და ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ითხოვენ იმ პარტიაში, რომლის წევრებიც არ არიან, ან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები.

მთელ რიგ საკითხებში მეც არ ვეთანხმები ნიკა მელიას და არ მეთანხმება აქეთაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავდასხმა მოაწყო პარტიის არჩეულ თავმჯდომარეზე," - განაცხადა ანა წითლიძემ.

აკაკი მინაშვილის შეფასებით კი, "სამწუხაროა, როდესაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელიც თავადვე ამბობს, რომ არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, მიმართავს აგრესიას.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობა" ადასტურებს, რომ ნიკა მელიასა და გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიის მიერ გავრცელებული განცხადებაში წერია, რომ "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით პროვოკაციის მოწყობა სცადა". "ნაციონალურ მოძრაობაში" ასევე განმარტავენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვის დროს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.

დღის ამბები