პუტინსა და ლუკაშენკოს შორის სოჭში ორმხრივი შეხვედრა შედგა - საუბარი ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებს შეეხო.
მედიის ინფორმაციით, პუტინმა ლუკაშენკოს განუცხადა, რომ დასავლეთი რუსეთს პატივისცემით უნდა მოეპყროს. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა მსოფლიო ბაზარზე ბელარუსიდან სასუქების მიწოდების პრობლემას და აღნიშნა, რომ საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას. ლუკაშენკოს თანახმად კი პუტინის მითითებები წარმატებით სრულდება და ქვეყნები პროგნოზირებულზე უკეთეს შედეგებს აჩვენებენ.