თელავში, ელისო ვირსალაძის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. მეორე საფესტივალო საღამოს მსმენელის წინაშე წარდგნენ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე - ტიმოთი ჩოი და სიმფონიური ორკესტრი, არიელ ცუკერმანის დირიჟორობით.
ფესტივალი პირველ ოქტომბერს, ელისო ვირსალაძის კონცერტით დასრულდება.