27 ნოემბერი 2024,   07:52
ვრცლად
თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ გადამწყვეტად უპასუხებს - სალივანი

თუ რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, - აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ჯეიკ სალივანის თქმით, ამერიკა გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია, რათა რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შეაჩერონ და თუ ასე მაინც ვერ მოხდება - პასუხი გადამწყვეტი იქნება.

"ჩვენ ამას სერიოზულად ვღებულობთ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა ამ კონფლიქტში ბირთვული საფრთხე წარმოშვა. ეს ჩვენ ვერ შეგვაფერხებს. ჩვენ პირდაპირ და პირადად გვქონდა კომუნიკაცია რუსებთან ძალიან მაღალ დონეზე, რომ კატასტროფული შედეგები იქნება რუსეთისთვის, თუ ისინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ უკრაინაში. ჩვენ მათთან მკაფიო ვიყავით, რომ შეერთებული შტატები გადაჭრით უპასუხებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ პრინციპი, რომ იქნება კატასტროფული შედეგები, მაგრამ არ ჩავერთოთ რიტორიკულ თამაშში. ასე რომ, რუსებს ესმით, სად ვართ, ჩვენ გვესმის, სად ვართ, ჩვენ ვგეგმავთ ყოველ გაუთვალისწინებელ შემთხვევას. გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ და თუ გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ," - განაცხადა სალივანმა.

დღის ამბები