რუსეთის პოლიციამ დააკავა ჯარისკაცი, რომელიც ბელგოროდის ოლქის სამხედრო ნაწილიდან სატვირთო მანქანით გაიქცა, ინფორმაციას BAZA ავრცელებს.
მოსკოველი ვიქტორ პერეკიპსკი კონტრაქტორი ჯარისკაცია. მისი ახლობლების თქმით, კონტაქტზე მამაკაცი ბოლოს, დაახლოებით, 3 დღის წინ გამოვიდა. როგორც წესი, ის ჯარის შესახებ არაფერს ჰყვებოდა, თუმცა ბოლო საუბრის დროს ანაზღაურების შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა. ეცადა ხელშეკრულება გაეწყვიტა, თუმცა შეიტყო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ და მიხვდა, რომ კონტრაქტის დასრულებას ვერ შეძლებდა.
23 სექტემბერს, ღამით, პერეკიპსკი ავტომატით და რამდენიმე მჭიდით შეიარაღდა და სატვირთო "კამაზით" სამხედრო ნაწილი დატოვა. მანქანა მოგვიანებით კურსკის ოლქში იპოვეს, მალე გაქცეული ჯარისკაციც დააკავეს.