სამეგრელო - დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა. ეს მხარე მდიდარია უძველესი არქიტექტურული ძეგლებით, შთამბეჭდავი ბუნებით და ტურისტული ადგილებით. სამეგრელოში მოგზაურობის დროს თითქოს ყველამ ვიცით ის კონკრეტული ღირსშესანიშნაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოვინახულოთ, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ადგილები, რომლის შესახებაც არ გვსმენია.
მარტვილი ცნობილია ულამაზესი და გამორჩეული კანიონით, სადაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩადის. თუმცა ამავე დაცულ ტერიტორიაზე არის მეორე, ზომით შედარებით უფრო პატარა, მაგრამ არანაკლებ ლამაზი ბალდის კანიონი. ეს ადგილი ნაკლებად პოპულარულია ვიზიტორებში, თუმცა სტუმრების რაოდენობა ბალდაში ყოველ სეზონზე მატულობს.
ავტორები : გიორგი ქორქია, ლევან ლომაძე