90-იანი წლები, ქუჩაში სროლის ხმა, უიმედო მომავალი, პურის რიგები და შიში... მაგრამ იყო ერთი ადგილი, მაჩაბელზე, ლადო ბურდულის სახლი, სადაც ქართველი ხელოვანები იკრიბებოდნენ. ისინი, ვისაც გარდატეხა და კულტურული რევოლუცია სურდა. სოლოლაკში ადამიანები სანთლებს ანთებდნენ და ბუნდოვან აწმყოს თუ უიმედო მომავალს უპირისპირდებოდნენ. ლადო ბურდულმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაუთმო მათ, ვისაც უსაფრთხო გარემოსთან ერთად მსმენელი და მაყურებელი სჭირდებოდა.
ის, რასაც ლადოსთან სახლში პირველად ხედავდნენ, ხშირად რეალურად პირველი მცდელობა იყო. დასავლური კულტურის გავლენა, იშვიათ შემთხვევაში, იყო მოგზაურობა, უმეტესად იყო ჟურნალები, ფილმები, ლიტერატურა და ამაზე მუდმივი საუბარი.