დღეს რუსთავქალაქობაა - ორწლიანი პაუზის შემდეგ, რაც პანდემიით იყო გამოწვეული, წელს რუსთავში განსხვავებული ფორმატი აქვთ და განსაკუთრებულად ზეიმობენ.
დღის განმავლობაში არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა. ახლა კი დასკვნითი კონცერტისთვის ემზადებიან, სადაც ცენტრალური ფიგურა და განსკუთრებული სტუმარი ნანი ბრეგვაძე იქნება.
"წელს გადავწყვიტეთ, რომ რუსთავქალაქობა განსხვავებული ყოფილიყო და თითოეულ რუსთაველს და იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტენ, რომ რუსთავს ესტუმრონ, ელოდებათ ძალიან ლამაზი, კლასიკური საღამო. ვფიქრობ, ყველა თაობის წარმომადგენელი გაერთიანდება და ყველანი ერთად აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღესასწაულს. პანდემიის შემდეგ ეს პირველი რუსთავქალაქობაა, რომელსაც ყველანი ერთად აღვნიშნავთ,"-აცხადებს ნინო ლაცაბიძე.