საქართველო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის 27-ე წლიურ კონფერენციას უმასპინძლებს. თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პროკურორები უკვე ჩამოვიდნენ. კონფერენციაზე, რომელიც ხვალ გაიხსნება განიხილავენ გლობალურ მოვლენებს, რომლებმაც მართლმსაჯულების სისტემები შეცვალეს.
გაიმართება ვორქშოფები და სესიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა პროკურორებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა, კოვიდ პანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები, კიბერდანაშაულების ტიპოლოგიების ევოლუცია და ფულის გათეთრება ვირტუალური აქტივების გამოყენებით.