27 ნოემბერი 2024,   07:46
ვრცლად
ყველაფერი ეხება შავ, კრიმინალური გზით მოპოვებულ თანხებს, რომლითაც ფინანსდება "ნაცმოძრაობა" და მისი განშტოებები - "ოცნება" ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით დამოკიდებულებები და მისი გავლენა ოპოზიციურ ფლანგზე აზრთა სხვადასხვაობის საგანია. საკითხს ეხმაურებიან მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ უთანხმოების მთავარი მიზეზი ფულს უკავშირდება.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, ელენე ხოშტარია ღიად და აშკარად აცხადებს, რომ კეზერაშვილი მისი და პარტია "დროას" დამფინანსებელია.

"ვრწმუნდებით იმაში რომ არანაირი განშტოებები, "დროა", "ლელო", "სტრატეგია" თუ ა.შ. არ არსებობს. ვხედავთ, რომ "დროას" ლიდერიც დღეს უკვე გამოესარჩლა დავით კეზერაშვილს, ის არ კმარობს იმ მილიონებს რომელსაც მისი ოჯახი რუსეთიდან დაფინანსების სახით იღებს და აღმოჩნდა რომ ის უკვე ღიად და აშკარად აცხადებს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი მისი და მისი პარტიის დამფინანსებელია. 

ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის განშტოებული სხვადასხვა შენაერთებად. რეალურად ვხედავთ, რომ ეს პარტია ორიენტირებული არის მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებზე," - განაცხადა მიქანაძემ.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს რომ ყველაფერი ეს ეხება დაფინანსებას და შავ, კრიმინალური გზით მოპოვებულ თანხებს, რომლითაც ფინანსდება "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები.

"ჩვენ კარგად ვნახეთ თუ ვინ გამოიჩინა თავი კეზერაშვილის დასაცავად. "ნაციონალების" ცნობილი ზონდერები, კირკიტაძე, ხაბეიშვილი, რომან გოცირიძე. ამ შემადგენლობას დაემატა ელენე ხოშტარია, რომელიც არ კმარობს რუსეთიდან მიღებულ მილიონობით რუბლს და ღიად აცხადებს, რომ კეზერაშვილის შავი ფულით ხდება მისი და მისი თანაპარტიელების დაფინანსება. ეს ერთადერთ რამეზე მეტყველებს, დაპირპისირება რომელიც "ნაციონალურ მოძრაობაში" და მის განშტოებებშია, ცხადია, თავს იჩენს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება დაფინანსებას და ფულს, შავ ფულს, კრიმინალური გზით მოპოვებულ თანხებს, რომლითაც ფინანსდება "ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოებები," - თქვა მათიკაშვილმა.

დღის ამბები