ქირურგიის ეროვნული ცენტრის "ბირთვული მედიცინისა" და "სხივური ონკოლოგიის დეპარტამენტებს" უცხოელი სპეციალისტების დელეგაცია სტუმრობს, მათ შორის არის ბელგიელი პროფესორი, რადიაციული ონკოლოგი, "ევროპის კიბოს ორგანიზაციის" და ESTRO-ს ყოფილი პრეზიდენტი ფილიპ პორტმანსი.
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორი გაეცნო კლინიკის მუშაობის პრინციპებს, დაათვალიერა განახლებული ინფრასტრუქტურა და ცენტრში მოქმედი მაღალტექნოლოგიური ციფრული აპარატურა. შეხვედრის ბოლოს, უცხოელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავენ რადიაციული ონკოლოგიის და ბირთვული მედიცინის სიახლეებს.