კანადა ქარიშხალ "ფიონას" ებრძვის- სტიქიის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში სანაპირო ზოლზე მდებარე სახლების ნაწილი დაზიანდა, ნაწილი კი განადგურდა.
დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, პროვინცია ნოვა სკოტიაში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც დაახლოებით 500 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქარიშხლის სიჩქარე საათში 148 კილომეტრს აღემატება.