27 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
რუსეთი საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს - ომის 214-ე დღე უკრაინაში

ომის 214-ე დღეს რუსეთი საავიაციო და სარაკეტო დარტყმებს განაგრძობს. მათ შორის იერიში მიიტანეს ოდესაზე. ქალაქის ცენტრში ადმინისტრაციულ შენობას სამჯერ დაარტყეს. ოკუპანტებმა იერიშები მიიტანეს სუმზეც. ამ დროისთვის მსხვერპლსა და ზიანზე ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსული ძალების მიერ იერიშები განხორციელდა ზაპოროჟიეზეც. გუბერნატორი მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბი ინფორმაციას საპასუხო დარტყმების შესახებაც ავრცელებს. მათ შორის საუბარია სამხრეთით 57 რუსი სამხედროს ლიკვიდაციის შესახებ. ასევე გენშტაბის ინფორმაციით განადგურებულია 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების განადგურებას განაგრძნობენ.

"ოკუპანტები ცდილობენ დონეცკის რეგიონის სრულ ოკუპაციას. ახორციელებენ იერიშებს და ატარებენ საჰაერო დაზვერვას. გარკვეულ ტერიტორიებზე დაკარგული პოზიციების დაბრუნება სურთ. მტერი განაგრძობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი სახლების განადგურებას. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საფრთხე კვლავ არსებობს.

ოკუპანტები არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მტრის დარტყმის შედეგად დაზიანდა 35-ზე მეტი დასახლება. ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტების ქვედანაყოფებში გამოცხადდა, რომ ხელშეკრულების ვადას მნიშვნელობა არ აქვს და საბრძოლო ზონაში ყოფნის დრო ამიერიდან სარდლობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები რამდენიმე მიმართულებით," - განაცხადა სტუპუნმა.

დღის ამბები