27 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
2 უპასუხო გოლი და დამარცხებული ჩრდილოეთ მაკედონია - საქართველომ ერთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა

2 უპასუხო გოლი და დამარცხებული ჩრდილოეთ მაკედონია. საქართველომ ერთა ლიგის მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა გაინაღდა. ვილი სანიოლის შეგირდები B დივიზიონში იასპარეზებენ, წინ კი გიბრალტართან სტუმრად თამაშიღა დარჩა.

"ნაპოლიში" ნაყოფიერ სტარტის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მშობლიურ სტადიონზეც გაიბრწყინა. სწორედ მის ფლანგზე აქტიურობას მოჰყვა პირველი ავტოგოლი, ხოლო უკანასკნელი და გადამწყვეტი ბურთი მას ბუდუ ზივზივაძემ გაატანინა.

C დივიზიონის ოთხივე ჯგუფში პირველი ადგილის ბედი უკვე გარკვეულია და პლეი-ოფში საქართველოსთან ერთად, საბერძნეთი, თურქეთი და ყაზახეთი გავიდნენ. ახლა, მხოლოდ ისღა დარჩა, გაირკვეს, ვინ როგორი შედეგით დაასრულებს ჯგუფურ ეტაპს და ვინ იქნება ეროვნული ნაკრების მომდევნო მეტოქე.

 

ავტორი: დავით ფრანგიშვილი

დღის ამბები