27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
კრემლი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიას ცდილობს - მეორე დღეა ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუჰანსკისა და დონეცკის ოლქებში ე.წ რეფერენდუმი მიმდინარეობს

უკრაინის კონტრშეტევით შეშფოთებულმა კრემლმა გადაწყვიტა, ამ დრომდე ოკუპირებული ოლქების უკანონო ანექსია მოახდინოს. არაღიარებული და ინსცენირებული ეგრეთ წოდებული რეფერენდუმი უკვე მეორე დღეა ზაპოროჟიეს, ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მიმდინარეობს.

მარიონეტული რეჟიმის მიერ ორკესტრირებული უკანონო ხმის მიცემა რუსეთთან მიერთების შესახებ რუსული ძალების მიერ კონტროლდება. პრორუსი სეპარატისტები, სამხედროებთან ერთად, მოსახლეობას პირდაპირ სახლებში აკითხავენ და აიძულებენ, ხმა რუსეთთან მიერთების სასარგებლოდ მისცენ.

დასავლეთმა კრემლის მისწრაფებები უკვე შეაფასა ბუტაფორიულად. ამერიკისა და ევროპის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმსა და მის შედეგებს არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე, ომარ ბექაური

დღის ამბები