დაკავებები გრძელდება - საპროტესტო ტალღას რუსეთში ხელისუფლება კვლავ სპეცრაზმის ქუჩაში გამოყვანითა და აქციის მონაწილეების დაჭერით უპირისპირდება.
მობილიზაციის მოწინააღმდეგები ამჯერად სწორედ ამ ქალაქებში შეიკრიბნენ. დაკავებულთა შორის ისევ არიან ქალები. ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიციამ ჟურნალისტებიც დაიჭირა.
რუსეთში საპროტესტო ტალღამ განსაკუთრებით 21 სექტემბრის შემდეგ იფეთქა მაშინ, როდესაც პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და რუსეთის მოქალაქეები საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის გაიწვია. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის განკარგულებაში გარკვევით წერია რომ მობილიზაცია მხოლოდ რეზერვში მყოფ ან სამხედრო გამოცდილების მქონე პირებს ეხებათ, ომში მიჰყავთ სტუდენტებიც, თან ისე, რომ ბევრი ოჯახთან დამშვიდობებასაც ვერ ასწრებს.
განკარგულების გამოქვეყნების წამიდან ადგილობრივებმა ქვეყნის დატოვება მასობრივად დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლას ამკაცრებს, საზღვართან მაინც უამრავი ადამიანი იცდის.
ისინი კი ვინც ქვეყნიდან გაქცევას ვერ ახერხებენ, განსხვავებულ მეთოდებს მიმართავენ, რათა მობილიზაციას თავი აარიდონ. 1500 რუბლის სანაცვლოდ რუსების ნაწილმა ხელი მოიტეხა და ომში არ მიდიან. აღმოჩნდა, რომ მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან ხელის მოტეხვის უმტკივნეულო ტექნიკა რუსეთში, გუგლის საძიებო ველში ყველაზე ხშირად მოძებვნადი საკითხია.
როგორც ჩანს, რუსების გარკვეული ნაწილი პუტინის ომს უკრაინაში სხვასხვა მეთოდებით გაურბის, თუმცა რუსულ მედიაში წერენ, რომ მათ საწინააღმდეგოდ რუსეთის პრეზიდენტმა ხელი ახალ კანონს მოაწერა, რომლის მიხედვით, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს იტყვის 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქრებათ.