27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
2 მილიონი დოლარი, ანკესი და ვერტმფრენი - კიდევ რა მოთხოვნები ჰქონდა გრიგოლ ნარსიას და რას ამბობენ მძევლები, რომელთა ჩვენებები "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა

2 მილიონი დოლარი, ლიმონათი და 1 კოლოფი სიგარეტი - თანხის, ანკესისა და ვეტფრმენის გარდა, გრიგოლ ნარსიას ეს მოთხოვნებიც ჰქონდა. ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში გამოკეტილი მძევლები იმ 7 საათს იხსენებენ, რომლის გატარებაც თავდამსხმელთან მოუწიათ.

დაზარალებულები ჩვენებებში ამბობენ, რომ ფსიქოლოგიურის გარდა, გრიგოლ ნარსია მათზე ფიზიკურადაც ძალადობდა.

საქმის მასალებიდან ისიც ირკვევა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა, გარკვეული რაოდენობის თანხმა ნარსიას, ბანკის ფანჯრის რაფაზე დაუდეს და 13 მძევლის გათავისუფლება ითხოვეს. სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ბანკის ფილიალში შესვლის მომენტში კი თავდამსხმელი ფარად ერთ-ერთ მძევალს იყენებდა.

ნარსიამ ბანკის თანამშრომლებს ოფისში არსებული სეიფის გახსნა მოსთხოვა, რაც ტექნიკურად შეუძლებელი იყო. 7 საათის განმავლობაში, იგი მძევლებს სიცოცხლის მოსპობით ემურებოდა და მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

თავდამსხმელი რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა. დასამშვიდებელი პრეპარატი და შაქრიანი დიაბეტის გამო, შაქრიანი წყალი მოითხოვა. ნარსიამ წყალი საწრუპით დალია, რომ დეენემის კვალი გამომძიებლებისთვის არ დაეტოვებინა. მოგვიანებით, ბრადებულმა 2 მილიონთან ერთდ ლიმონათი და სიგარეტი მოითხოვა, ორი მძევალი სხვა ოთახში დაიმალა. ქალები იხსენებენ, რომ ჩუმად პოლიცას დაუკავშირდენენ და დახმარება ითხოვეს. გრიგოლ ნარსიამ საკუთრი ფეხით შემოიარა შენობა და დამალულ ქალებს მიაგნო.

ბანკში შეჭრილი გრიგოლ ნარსიას მოთხოვნები პოლიციამ ბანკის ფილიალის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან გაიგო.

დავით კვანტრაძეს შენობაში მყოფი თანამშრომელი დაუკავშირდა. მოთხოვნების გაჟღერებისთანავე, მოლაპარაკების პროცესში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზაზა ცხაკაია ჩაერთო. მძევბლები კი ნარსიას მოთხოვნით, ფეისბუქ ლაივში ინფმარმაციას საზოგადოებისთვის ანახლებდნენ. კადრს მიღმა თავდამსხმელი აგრესიული ხდებოდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 5 პირი ბანკის შენობიდან სპეცრაზმის დახმარებით შეუმჩნევლად გაიპარა. ერთ-ერთი მძევალი იხსენებს, რომ ნარსიამ ფიზიკურად იძალადა მძევალ ქალზე, კისრის არეში უჭერდა.

ბანკში ყოფნის დროს, თავდამსხმელმა მძევლებს ხელები რამდენჯერმე ჯერ შეუკრა , შემდეგ გაუხსნა. ასევე, ჯერ შეანგრია შემდეგ კი ჩამოხსნა ყველა ოთახის კარი. სიტუაცია ბანკში დღის მეორე ნახევარში უკიდურესაც დაიძაბა.

7 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა გარკვეული რაოდენობის თანხმა ნარსიას ბანკის ფანჯრის რაფაზე დაუდეს და 13 მძევლის გათავისუფლება ითხოვეს. თანხის წაღებას ნარსია თავისივე ჩანთით გეგმავდა. გეგმის მიხედვით, ის ვერტმფრენით ოკუპირებული აფხაზეთის ან რუსეთის მიმართულებით გაფრინდებოდა. მოთხოვნათა შორის იყო რუსეთის ფედერაციის სახელწიფო დროშა და ანკესიც. ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის დროშის გაშლას ანკესის დახმარებით, საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დატოვების შემდეგ გეგმავდა, გეგმა ვერ შესრულდა. სპეცრაზმი ბანკის შენობაში იმ მომენტში შევიდა, როდესაც ნარსიას მძევალი ელდარ კვიტატიანი ფარად ყავდა აფარებული ხელში კი ხელყუმბარა ეკავა.

სპეცოპერაციის მომენტში ბანკში პანიკა იყო, მაგრამ მძევლებმა შეამჩნიეს, რომ თავდამსხმელი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა.

ყველა დეტალის დასადგენად გამოძიება სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს სწავლობს. ბრალდების მხარე ცდილობს იმის დადგენასაც, ყავდა თუ არა ნარსიას თანამზრახველი. ტერორიზმის მიზნით მძევლების აყვანის საქმეში ბრალდებულ გრიგოლ ნარსიას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები