ეროვნულ გალერეაში გამოფენა სახელწოდებით "მეფე ერეკლე - საქართველოს უკანასკნელი ლომი" გაიხსნა. ექსპოზიციაზე ის უნიკალური ნივთებია წარმოდგენილი, რომელთა ნაწილს დამთვალიერებელი პირველად იხილავს.
საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებლები ასევე იხილავენ საქართველოს სამეფო და საკათალიკოსო ტახტებს. გამოფენა დამთვალიერებლებს 16 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.