27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
რუსეთში პანიკა არ ცხრება, ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება

პუტინი ე.წ რეფერენდუმით უკრაინის ტერიტორიის მესაკუთრეობას ცდილობს. რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი მიწიდან საკუთარი მოსახლეობა გაურბის.

მობილიზაციის მეოთხე დღეს რუსეთში - პანიკა არ ცხრება, ქვეყნის დატოვების მსურველთა რაოდენობა კი ყოველ დღიურად იზრდება.

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ მობილიზება 300 ათასს ადამიანს ეხება. ამასთან კრემლი უარყოფს იმასაც, რომ რუსები ქვეყნიდან გარბიან.

საპირისპიროს მოწმობს გადავსებული აეროპორტები და ქალაქების ცენტრალური გამზირები, სადაც მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე გამოსულ ათასობით მოქალაქეს აკავებენ.

 

დღის ამბები