თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის პროფესიული განათლების ცენტრები სტუდენტთა და პროფესორ- მასწავლებელთა მობილობას და ერთობლივ გაცვლით პროგრამებს განახორციელებენ.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი თსუს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ესტონეთის Ida-Virumaa-ს პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ჰანეს მეტსიმ მოაწერეს.
მხარეები პროფესიული განათლების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ერთობლივ საერთაშორისო პროექტებს შემუშავებასაც გეგმავენ. მხარეებს შორის თანამშრომლობას 2019 წელს ჩაეყარა საფუძველი.