რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სისხლის სამართლის კოდექსში მობილიზაციასა და ომის პერიოდთან დაკავშირებულ ცვლილებებს. აღნიშნული ცვლილებები რუსეთის დუმის მიერ სასწრაფო რეჟიმში, მობილიზაციის გამოცხადებამდე იქნა მიღებული და შეიცავს ისეთ ცნებებს, როგორიცაა "მობილიზაცია", "სამხედრო მდგომარეობა", "ომის დრო".
ცვლილებების თანახმად, კონტრაქტორების თანაბარი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ რეზერვში მყოფ პირებსაც, რომლების სამხედრო სწავლებაზე არ გამოცხადდებიან ან თვითნებურად დატოვებენ სამხედრო სამსახურის ადგილს.
სისხლის სამართლის სასჯელი შემოდის ნებაყოფლობით ჩაბარებისთვის (3-დან 10 წლამდე პატიმრობა კოლონიაში), ასევე მაროდიორობისთვის (15 წლამდე).
მობილიზაციის, სამხედრო მდგომარეობის პერიოდი სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.
მობილიზაციის ან შეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში დეზერტირობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 15 წლამდე. ამ დრომდე მოქმედი რეგულაციით სასჯელის ქვედა ზოლი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული, მაქსიმალური ვადად კი 7 წლამდე პატიმრობა იყო, ხოლო იარაღით, ჯგუფურად ან შეთქმულებით დეზერტირების შემთხვევაში - 10 წლამდე.
ბრძანების შეუსრულებლობისთვის "საომარი მდგომარეობის დროს, ომის დროს ან შეიარაღებული კონფლიქტის ან საომარი მოქმედებების პირობებში" ან "სამხედრო ან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის", სამხედრო პერსონალი გაიგზავნება კოლონიაში 2-3 წლის ვადით. მშვიდობიან პერიოდში ეს ქმედება ისჯება ექვსთვიანი დაპატიმრებით, ან მაქსიმუმ 2 წლამდე სადამსჯელო სამხედრო ნაწილები სამსახურით. თუ უარი ჯგუფური იყო და ასევე გამოიწვია "სამსახურის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი" ან სერიოზული შედეგები, თავისუფლების აღკვეთის ვადა გაორმაგებულია მშვიდობიან დროსთან შედარებით და 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.