ენგურის ხიდთან ბლოგერებისა და საზოგადოების სხვა წევრების აქცია გაიმართა. მათ რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით და ბანერით "აფხაზეთი საქართველოა".
აქციაზე საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქ მცხოვრები რუსი და აფხაზი ბლოგერები იმყოფებოდნენ.