27 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
ყველა პოლიტიკური აქტორი უნდა იყოს პასუხისმგებლობით გამსჭვალული, როდესაც სახალხო დამცველთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ - მიხეილ სარჯველაძე

5 დღე განაცხადისთვის და ვერდიქტი რომელსაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი გამოიტანს. ვინ გახდება ქვეყნის ახალი სახალხო დამცველი? იმისთვის რომ ამ კითხვას პასუხი გაეცეს, წინ რამდენიმე პროცედურაა - განაცხადების მიღების პარალელურად, პირველმა კანონმდებელმა სამუშაო ჯგუფი უნდა დააკომპლექტოს, მათი რეკომენდაციები კი კანდიდატების ბედს გადაწყვეტს.

ოპოზიციის ნაწილი არასამთავრობო სექტორის გადაწყვეტილების მოლოდინშია, ნაწილის პოზიცია კი ცნობილია.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე პარტიის პოზიციას კიდევ ერთხელ ახმოვანებს და აცხადებს, რომ ისინი კანდიდატურის ინდივიდუალურად წარდგენას არ აპირებენ და მხარს დაუჭერენ იმ კანდიდატურას, რომელიც იქნება ნომინირებული არასამთავრობო სექტორის მიერ.

პროცესში მონაწილეთა პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე.

"ყველა პოლიტიკური აქტორი უნდა იყოს პასუხისმგებლობით გამსჭვალული, როდესაც ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. იმისთვის რომ ყოფილიყო მიუკერძოებელი პროცედურა შეთავაზებული, ჩვენ თავს შევიკავებთ ჩვენი უფლებისგან, რომ წინასწარ დავასახელოთ კანდიდატურა, რომელსაც შეიძლება ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდეს. დავუთმეთ ოპოზიციას, ოღონდ ვთხოვეთ, რომ არ წაგვართვან გადაწყვეტილების მიღების უფლება-მოსილება იმით, რომ დასახელდეს მხოლოდ ერთი კანდიდატი და იქ მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება. იყოს სიმრავლე და იქიდან მოხდება არჩევა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები