საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება.დღეს, ამხანაგური თამაში პორტუგალიის ნაკრებთან გაიმართება.
რამაზ სვანაძის მომზადებულმა გუნდმა, მატჩის წინა დღეს ჟოზე დოს სანტოს პინტოს სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი სათამაშოდ მზადაა. ქართველი ფეხბურთელები პორტუგალიელების შემდეგ, 27 სექტემბერს სტუმრად თურქ თანატოლებს შეხვდებიან.