UEFA-ს ერთა ლიგის მესამე ჯგუფში, გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთის გუნდს უმასპინძლა და ყველასათვის მოულოდნელად, 0:1 წააგო. მატჩის ბედი მე-17 წუთზე გადაწყდა. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს სტუმართა გუნდის კაპიტანმა, შალაიმ ქუსლი დაუხვედრა და გერმანელთა კარში ეფექტურად გაგზავნა.
ჯგუფში, სადაც იტალია, გერმანია და ინგლისი არიან, ბოლო ტურის წინ უნგრეთი ლიდერობს. უნგრელებს 10 ქულა აქვთ და პირველი ადგილის ბედი ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც ნაკრები იტალიას უმასპინძლებს.