დინამო არენაზე სრული ანშლაგია. საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას მასპინძლობს. ამ წუთებში ანგარიში საქართველოს ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ 2:0. მაკედონიელთა ავტოგოლის შემდეგ, მეორე ტაიმში გოლი მეტოქის კარში ბუდუ ზივზივაძის პასით ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა მაკედონიელთა ავტო გოლიც, რომელიც მიოვსკიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.