27 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
ქართულ ბაზარზე პური იაფდება - კომპანიების ნაწილმა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე ფასები 10 თეთრით უკვე შეამცირა

ქართულ ბაზარზე პური იაფდება - კომპანიების ნაწილმა რამდენიმე სახეობის პროდუქტზე ფასები 10 თეთრით უკვე შეამცირა. პურის ფასის კლება მსოფლიო ბაზარზე ხორბლისა და ფქვილის საფასურის შემცირებამ გამოიწვია.

მომხმარებლებს უკვე მეორე დღეა საშუალება აქვთ პურის გარკვეული კატეგორია შედარებით იაფად შეიძინონ. საერთაშორისო ფასების კლების ფონზე, საქართველოს ბაზარზეც ფასმა ერთ ტონა ხორბალზე, 320 დოლარამდე დაიწია. პურის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ფქვილის ფასში კლების მიმართულებით 10 ლარიანი სხვაობა უკვე არსებობს. 

გაიაფებულ პროდუქტზე საუბრობენ ხორბლისა და ფქვილის ასოციაციაში. ამბობენ, რომ დღეს ქართულ ბაზარზე, გასული თვეებისგან განსხვავებით, ათასობით ტონა ხორბალი შემოდის.

მწარმოებელთა ასოციაციებში ამბობენ, რომ ახლა მთავარია ქარხნების მხრიდან პურის გაიაფება ყველა მარკეტში აისახოს.

დღის ამბები