მობილიზაციის მესამე დღე რუსეთში - პანიკა არ ცხრება, იმატებს კილომეტრიანი რიგები მეზობელი ქვეყნების საზღვრებთან, მათ შორის არის საქართველო, ფინეთი, ყაზახეთი. საომრად იძახებენ ყველას, მათ შორის ვისაც ჯარში არ უმსახურია ან უვარგისია სამხედრო სამსახურისთვის - მრავალშვილიან მამებს, 60 წელს გადაცილებულებს და მათ ვისაც საერთო არ აქვთ სამხედრო ბილეთი. 10 კაცის გვარი ომში გასაგზავნად - კერძო კომპანიებს სპეცსამსახურებმა უკვე მისცეს დავალება.
კრემლი უარყოფს რომ ხალხი გაურბის, თუმცა რუსეთ-საქართველოს საზღვართან გადაღებული კადრები სულ სხვა რამეს მეტყველებს. კილომეტრებიან რიგებში ადამიანები საათობით დგანან.
ევროკავშირში შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან გამოქცეულებს ყველა ინდივიდუალურად მიუდგება. თუ ბალტიის სახელმწიფოები ან ჩეხეთი სამხედრო სამსახურზე უარს მეზობლების მისაღებად საკმარის საფუძვლად არ მიიჩნევს, გერმანიაში პირიქით - დეზერტირებს მიესალმებიან, პუტინის ომში მონაწილეობაზე უარი ბერლინისთვის გაბედული ნაბიჯია და დევნილებისთვის კარებსაც აღებს. ფინეთში კი, ვისთანაც რუსეთს 1300 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, ტურისტებისთვის შესვლას ამკაცრებენ. მკვეთრადაა გაზრდილი ფრენების ფასი სტამბოლის, ბელგრადისა თუ დუბაის მიმართულებით, ბილეთების შოვნა კი თითქმის შეუძლებელი. ეს ყველაფერი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე საათში.
ერთდერთი, ვინც პუტინის დავალებას არ ემორჩილება, რამზან კადიროვია, რომელიც რესპუბლიკაში მობილიზაციის გამოცხადებას არ აპირებს. ის თვლის რომ ჩეჩნეთმა გეგმა უკვე გადაჭარბებით შეასრულა.
საქმეში ჩაერთო ეკლესიაც. პატრიარქი კირილი წმინდა წერილის ინტერპრეტირებას პუტინის სასარგებლოდ ცდილობს.