27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ვიზიტი გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლით დაასრულა - პრემიერის მთავარი მესიჯები გაეროს ტრიბუნიდან

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნა მთვარობის მეთაურმა საშინაოსთან ერთად, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებზე სასაუბროდ გამოიყენა. ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმები, ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, უკრაინისადმი გაწეული დახმარება და რუსული ოკუპაცია- ეს იმ საკითხების ძირითადი ნაწილია, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა, მთავარი აქცენტი კი ქვეყნის უსაფრთხოებასა და რუსულ აგრესიაზე გააკეთა.

რუსული აგრესიის ფონზე, ქვეყნისთვის პრიორიტეტი რომ ევროპაა, ამაზე პრემიერმა გაეროშიც ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებამ ქვეყანას ახალი მიზნები დაუსახა. ევროპასთან თავსებადობის მხრივ პასუხიმგებლობის გაცნობიერება კი ყველას ვალდებულებაა.

პრემიერის გამოსვლა უკრაინაში მიმდინარე ომს ვრცლად შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთის სრულ მასშტაბიანი თავდასხმა ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველო მეგობარი ქვეყნის გვერდით დგას და ყველა ის რეზოლუცია და განცხადება გაიხსენა, რომელსაც ოფიციალურმა თბილისმა საერთაშორისო ასპარეზზე მხარი დაუჭირა.

გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გაჟღერდა საქართველოს მზაობა გახდეს დიალოგის ცენტრი რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. ამის წარმატებულ მაგალითად პრემიერ-მინისტრმა სომხეთ აზრებაიჯანის კონფლიქტში მედიატორობის როლი დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს სხდომაზე შეკრებილებს უკვე განხორციელებულ რეფორმებზეც მიაწოდა ინფორმაცია. გაიხსენა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, როგორც ეკონომიკური თავისუფლების, ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით. გაეროს უმაღლესი ტრიბუნა მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხლე გამოიყენა იმისთვის, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის მიემართა და შეეხსენებინა, რომ ”ძალა ერთობაშია”.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არაერთი გამოწვევის ფონზე საქართველომ, წინსვლა შეინარჩუნა და ამის კარგი მაგალითია.

ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა საგარეო საქმეტა მინისტრმა, რომელიც თავად ესწრებოდა გაეროს სხდომას. ილია დარჩიაშვილის თქმით, გამოსვლის დროს აქცენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

გაეროს ასამბლეის 77-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე, პრემიერ - მინისტრმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში არაერთი შეხვედრა გამართა.

დღის ამბები