27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
"არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე" - ახალი ეროვნული სისტემის მოდელის ღონისძიება გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი ეროვნული სისტემის მოდელის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელიც სამწლიანი პროექტის "არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე" ფარგლებში შემუშავდა. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ეროვნული სისტემის მაკოორდინირებელი სამმართველოს შექმნა, რომელიც სასკოლო საზოგადოებას ახალ მომსახურებებს შესთავაზებს.

დღის ამბები