27 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია ხელი შეუწყოს ხანგრძლივად უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას - ზურაბ აზარაშვილი 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს. მინისტრმა სოციალური დახმარების პროექტთან დაკავშირებული საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად, უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას. 

"საზოგადოებრივი სამუშაოების მიზანია, შექმნას დროებითი სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს ხანგრძლივად, უმუშევართა ღია შრომის ბაზარზე ინტეგრაციას. პროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების შეთავაზებას, როგორიც არის დასაქმება საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დასაქმება ღია შრომის ბაზარზე და არაფორმალური დასაქმების ფორმალიზება. საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამით სარგებლობის უფლება აქვთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახის ისეთი შრომისუნარიან წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 ათასს და სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ შემწეობას. აღსანიშნავია, რომ 20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულია 23 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირი. საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სიპებმა შეძლეს ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ აზიური ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება, 400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 530-ზე მეტმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებამ შეძლო დამატებითი სამუშაო ძალა მიეღოთ დარაჯის და დამლაგებლის პოზიციაზე,“ - აცხადებს ზურაბ აზარაშვილი.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პროგრამა, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედდა, კარგი შესაძლებლობაა სოციალურად დაუცველებისთვის. ის მათ გააქტიურებას და სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებას შეუწყობს ხელს. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს 61 ათასამდე ადამიანმა მიმართა.

დღის ამბები