27 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ვისურვებდი რომ პრემიერს მეტად მკაფიო გზავნილები ჰქონოდა რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში - ოპოზიცია პრემიერის გამოსვლაზე

გაეროს უმაღლეს ტრიბუნაზე პრემიერის გამოსვლის მთავარი გზავნილები რუსულ ოკუპაციას, უკრაინისადმი საქართველოს დახმარებას, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რეგიონის უსაფრთხოების საკითხში ქვეყნის წვლილს, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს ეხებოდა. 

პრემიერს განცხადებასთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი პრემიერის გამოსვლას აკრიტიკებს.

"ვისურვებდი რომ პრემიერს მეტად მკაფიო გზავნილები ჰქონოდა რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში, რომელიც ახსენა როგორც ფაქტი. კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო ასევე პასაჟი უკრაინაზე. ის სამშვიდობო პოლიტიკა - "მშვიდობით ვიგებთ ომს" ეს ფრაზა ამ გამოსვლამ გამახსენა. ვფიქრობ რომ ბევრად უფრო გადაჭარბებული არის, ვიდრე გეოპოლიტიკური ვითარება, მათ შორის, რეგიონში ლიდერის სტატუსი არის კიდევ ერთი სასიამოვნოდ მოსასმენი სადღეგრძელო, მაგრამ რეგიონში საქართველოს აღარ აქვს ეს სტატუსი," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრმა თეონა აქუბარდიამ.

"ლელოს" წევრის სალომე სამადაშვილი პრემიერის გამოსვლას ცარიელ სიტყვებს უწოდებს.

პრემიერის გამოსვლა შეაფასეს "გირჩშიც". ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, პრემიერის გამოსვლა საკმაოდ სტანდარტული იყო.

"პრემიერის გამოსვლა საკმაოდ სტანდარტული იყო. თვითქებით იყო დაკავებული, რომელიც ჩვეულებრივია ამბავია არამარტო პრემიერისთვის, ბევრი ადამიანი ასე იქცევა, მათ შორის, გაეროს ტრიბუნაზე. ეს განცხადება არ იყო ჩვენი შიდა მოხმარებისთვის, ეს იყო, რომ სხვებს მოვაწონოთ თავი," - აღნიშნა "გირჩის" წევრმა ალექსადრე რაქვიაშვილმა.

დღის ამბები