27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

შეხვედრას სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ამ დროისთვის "ც" ჯგუფს 10 ქულით საქართველოს ნაკრები ლიდერობს, მაკედონიას 7 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. შეხვედრისთვის საგანგებოდ ემზადება ქართველი გულშემატკივარი, მატჩზე დასასწრები 52 ათასი ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა, შესაბამისად დღეს დინამო არენაზე სრული ანშლაგი იქნება.

საქართველო - ჩრდ.მაკედონიის საფეხბურთო დაპირისპირება 20 საათზე დაიწყება.

დღის ამბები