რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გრძელდება, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. ავტომობილების განსაკუთრებული სიმრავლეა რუსეთ-ფინეთის საზღვარზე. მედიის ინფორმაციით, ფინეთი რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრებას აპირებს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც გამოცხადებული მობილიზაციის გამო ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, ჰუმანიტარულ ვიზებს არც ჩეხეთი, ლიეტუვა და ესტონეთი გასცემს.