სასამართლომ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინეს. ბრალდებული გრიგოლ ნარსია წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
ის ამბობს, რომ მან აიყვანა მძევლები, ითხოვდა გულს დიდი ოდენობით და ასევე იყო შეიარაღებული, თუმცა ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალს ის კატეგორიულად უარყოფს.