27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - სტრასბურგის სასამართოლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა

გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელი, რომელითაც სამოქალაქო აქტივისტებმა სტრასბურგს 2020 წელს მიმართეს, არ დაკმაყოფილდა. ევროპულმა სასამართლომ 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით თქვა, რომ ამ ორი აქტივისტისთვის მიმართ სახელმწიფოს 2019 წელს, შეკრებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაურღვევია. მეტიც, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის შენობის ბლოკირება და პოლიციელის საქმიანობისთვის ხელის შეშლა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაა.

ერთადერთი, ვის მიმართაც სტრასბურგმა განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა ირაკლი კაჭარავაა. ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ კანონი დაირღვა. საქმე, რომელზეც სამოქალაქო აქტივისტები დაობდნენ, 2019 წლის ნოემბერში გამართულ საპროტესტო აქციებს ეხება. მოსარჩელე მხარე ამტკიცებდა, რომ პარლამენტის შენობასთან გამართული დემონსტრაციის დროს შეიზღუდა მათი შეკრების უფლება და პარალელურად, დაკავებებით დაირღვა ასევე მათი უფლებები. დღეს სარჩელის ავტორებმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს, თუმცა მათმა ინტერესების დამცველმა თქვა, რომ გადაწყვეტილება კაჭარავას ნაწილში მისთვის გამარჯვებაა. გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის მიმართ სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ კი ჯერ ადვოკატებს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით ხდება.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასების საგანი იყო საპარლამენტო ოპოზიციაში, რომლის ნაწილიც დღეს ამბობდა მხოლოდ იმას, რომ კანონის დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა. იმ პარტიებმა კი ვინც მაშინდელი აქციებში მონაწილეობდნენ დღეს კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

”ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული დასკვნით ყველა ის ინფორმაცია, რასაც თავად სამოქალაქო აქტივისტები მათ დაკავებებთან დაკავშირებით ავრცელებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

2019 წელს რუსთაველზე გამართულ აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტები დააკავა, ამის შემდეგ გიგა მაქარაშვილმა, ზუკა ბერძენიშვილმა და ირაკლი კაჭარავამ სარჩელით სტრასბურგს მიმართეს. ისინი ევროპული კონვენციის მე-6, მე-11 და მე-7 ოქმის მე-2 მუხლების დარღვევაზე დაობდნენ.

 

დღის ამბები