27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
"რთულია საქართველოში იყო ლიდერი, ვერ იტვირთა მან ეს, მგონი აღარ იქნება პარტიის თავჯდომარე" - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას შესახებ  

პარტია "კანონი და სამართალის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას აკრიტიკებს. საუბარია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის განცხადებაზე, რომელიც მან დავით კეზერაშვილის მისამართით გააკეთა. 

თაკო ჩარკვიანს უკვირს ნიკა მელიას პოზიცია და აქვე ამბობს, რომ მელია სუსტი ლიდერია და მისი ქმედებები პარტიის დაშლის მცდელობისკენ არის მიმართული.

"მე დიდი ხანია ვუყურებ ძალიან მარდ თამაშში ჩართულ ნიკანორ მელიას. მოძრაობები ცოტა შეშინებული ლიდერისა, მე არ გამომეპარება. რთულია საქართველოში იყო ლიდერი, ვერ იტვირთა მან ეს. მე მგონი, რომ ალბათ აღარ იქნება პარტიის თავჯდომარე, მე მასე ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, მისი მცდელობა რომ დაშლა არის ამ პარტიისა, ეს ნათლად ჩანს. ოლიგარქიის კანონი რომ არის მისაღები და უცებ რომ აღმოაჩენს, რომ კეზერაშვილი ოლიგარქია, კითხვები ჩნდება, რა თქმა უნდა, თორემ მე ნაკლებად მაინტერესებს ამ შეთხვევაში კეზერაშვილის ფენომენი," - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. 

დღის ამბები