ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. ადგილზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მან მ მშენებლობის დაწყებას საფუძველი ჩაუყარა. . პროექტის მიხედვით აშენდება ორი შენობა, 350თ მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150თ მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი. შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი, სპორტდარბაზი. მშენებლობისვის 10 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
სკოლის ეზოში მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები. სკოლა იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებით, ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სასწავლებელი და მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს. პროექტი იქნება სრულად ადაპტირებული და ენერგოეფექტური.
თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის პროექტი არის ეროვნული მნიშვნელობის და მას ექნება უფრო დიდი მიზანი და მისია, ვიდრე ჩვეულებრივ სკოლას.