27 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრმა აშშ-ში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საყოველთაო ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის მეგობართა ჯგუფის რიგით მესამე, ყოველწლიურ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრი თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა და სიტყვით გამოვიდა.

ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სახელმწიფო დაფინანსება მოსახლეობის დაახლოებით 95%-ს ფარავს. მინისტრმა საქართველოს ჯანდაცვის ახალ სტრატეგიაზეც ისაუბრა, რომელიც 2022 წლის მაისში დამტკიცდა.

დღის ამბები