27 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია ღვარცოფული და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 სექტემბრის დილის საათებამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება. ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს) მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ღვარცოფული და მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.

დღის ამბები