27 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
კოკისპირული წვიმის და გაძლიერებული ქვისცვენის გამო სვანეთის გზის ნაწილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი უამინდობის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. 

"კოკისპირული წვიმის და გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამურას) მონაკვეთზე, 2022 წლის 22 სექტემბრის 09:00სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები