27 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
ოპოზიციონერები, რომლებიც არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფში, არ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, არგენტინაში მივლინებით წასვლა არ ეზარებათ და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა ეზარებათ - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერში" განმარტავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა უპასუხა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის ამავე გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს "ყავის სმა" უწოდა.

"არანაირი ყავის სმა არ მიმდინარეობს და ეს არის უბრალოდ ყველას შეურაცხყოფა, რასაც იძახიან. მე მიმაჩნია, რომ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობა არის არასახელმწიფოებრივი ზოგიერთი ჩემი ოპოზიციონერი კოლეგისგან.

გუშინ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, პირდაპირ, ღია ტექსტით ითქვა კალიურანდისგან - რატომ არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში. ევროკავშირის რეკომდენდაციაში ხომ წერია, რომ დასხედით და იმუშავეთ. არც მე არ მეხალისება, მაგრამ იქ ვმუშაობთ. მე ვარ სამუშაო ჯგუფში, რომელიც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულს, ფულის გათეთრებას და ტრეფიკინგს. ყველა სახელმწიფო სტრუქტურა არის მოწვეული და ვმუშაობთ. ვიღაცას უბრალოდ მუშაობა ეზარება, ამაშია საქმე. ოპოზიციის ნაწილს, ვინც არ მონაწილეობს, ეზარება მუშაობა. ეს არის სამუშაო პროცესი - ვუსმენთ, კითხვებს ვსვამთ, ვკამათობთ, ეს ხდება იქ, არაფერი სხვა არ ხდება. ის ოპოზიციონერები, რომლებიც არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფში, მათ არ უნდათ რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ყავის დალევა და ის კი არა, არგენტინაში მივლინებით რომ მიდიან, ის არ ეზარებათ და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა ეზარებათ? ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი, არგენტინა - იქ ხომ დადიან, რას ვაკეთებთ იმ სამუშაო ჯგუფში, 12 პუნქტზე ვმუშაობთ," - განაცხადა ელისაშვილმა.

დღის ამბები