27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
თუ იცით, რომ მე ბატონი პესკოვი ვარ, უნდა გესმოდეთ რომ...- რა უპასუხა დიმიტრი პესკოვის შვილმა, როცა მას სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის ოფისში გამოცხადება შესთავაზეს

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულმა ნაწილობრივმა მობილიზაციამ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. აპირებენ თუ არა კრემლის მაღალჩინოსნების შვილები სამხედრო გაწვევას დაემორჩილონ. ამის გარკვევა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გუნდმა სცადა.

ალექსეი ნავალნის გუნდის წარმომადგენელმა დმიტრი ნიზოვცევმა დმიტრი პესკოვის შვილს დაურეკა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში 10 საათზე გამოცხადება შესთავაზა. ამაზე ნიკოლაი პესკოვის პასუხი იყო რომ ამ საკითხს ის "სხვა დონეზე" გადაწყვეტს.

"ხვალ, დილის 10 საათზე, რა თქმა უნდა, არ მოვალ. თუ იცით, რომ მე ბატონი პესკოვი ვარ, უნდა გესმოდეთ, რომ მთლად სწორი არაა, რომ იქ ვიყო, მე ამას სხვა დონეზე გადავწყვეტ. ზოგადად უნდა გავარკვიო, რა ხდება და რა უფლებები მაქვს. ხვალ რომ წამიყვანონ, დამიჯერეთ არც თქვენ და არც მე არ მჭირდება. სამშობლოს დასაცავად პრობლემა არ მაქვს - მაგრამ მე მინდა ჩემი იქ ყოფნის მიზანშეწონილობა გავიგო, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებზე ვამბობ," - განაცხადა  ნიკოლაი პესკოვმა დმიტრი ნიზოვცევთან საუბარში.

კითხვაზე, მზად იყო თუ არა მოხალისედ დარეგისტრირებისთვის, ნიკოლაი პესკოვმა უპასუხა რომ არა და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმირ ვლადიმირის ძე პირადად სთხოვდა.

დღის ამბები