27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
პუტინმა რუკიდან სუვერენული სახელმწიფოს წაშლა სცადა, სასტიკი, უაზრო ომი, ერთი კაცის მიერ იყო არჩეული - ჯო ბაიდენი

გენერალური ასამბლეის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოხსენების მთავარი ნაწილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს დაეთმო. პრეზიდენტმა ბაიდენმა მოუწოდა მსოფლიოს, გააგრძელოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობა.

მან ხაზი გაუსვა გაეროს გაძლიერების მნიშვნელობას, ამ ორგანიზაციის წესდებებს და პრინციპებს, რომლებსაც ღიად დაარტყა უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა.

"სასტიკი, უაზრო ომი, ერთი კაცის მიერ იყო არჩეული. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი შეიჭრა მეზობელთან და სცადა სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან წაშლა. რუსეთმა ურცხვად დაარღვია გაეროს წესდების ძირითადი პრინციპები და ყველა მნიშვნელოვანი ნაწილი - მკაფიო აკრძალვა ქვეყნების მიმართ, მათი მეზობლის ტერიტორიის ძალით მითვისებაზე. სწორედ დღეს, პრეზიდენტმა პუტინმა ღია ბირთვული მუქარა გააჟღერა ევროპის წინააღმდეგ. ახლა, რუსეთი იწვევს უფრო მეტ ჯარისკაცს ბრძოლაში წასაყვანად. კრემლი აწყობს ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობისთვის, რაც გაეროს წესდების უკიდურესად მნიშვნელოვანი დარღვევაა. სამყარომ უნდა დაინახოს ეს აღმაშფოთებელი ქმედებები," - განაცხადა ჯო ბაიდენმა. 

დღის ამბები