27 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
მედიის ცნობით, რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ

რუსეთის ზოგიერთ ქალაქში მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია დაკავებების შესახებ. ამის შესახებ BBC რუსული სამსახური წერს. 

მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციისკენ მოქალაქეებს დღეს მოძრაობა "ვესნამ" მოუწოდა.

პოლიციამ დაარბია დემონსტრანტები ირკუტსკში, ულან-უდეში და ხაბაროვსკში. ირკუტსკში, ცენტრალურ მოედანზე მიტინგზე 60-მდე ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს ტომსკში. სპეცრაზმია მობილიზებულია ნოვოსიბირკსში.

რუსეთში მომუშავე უფლებადამცველთა მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 16,5 ათასი ადამიანი დააკავეს.

ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.

დღის ამბები