რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ვლადიმირ პუტინის თქმით, გადაწყვეტილება "ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის" დასაცავად მიიღო.
მობილიზაციის შესახებ განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
მისი განმარტებით, ომში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეზერვში იმყოფებიან. მობილიზაციისთვის საჭირო ღონისძიებები დღეიდან დაიწყება.
სხვა თემები : ქალები ქუჩებში ჰიჯაბებს წვავენ - ირანში საპროტესტო აქციები სულ უფრო მასშტაბური ხდება