საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. რუსული ჯარების თავდასხმას ხარკივის ოლქზე 2 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი; პეჩენ-იჰის რაიონში მდებარე წყალსაცავზე რუსული ავიაიერიშების გამო მოსახლეობას სახლების შესაძლო დატბორვის შესახებ აფრთხილებენ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად იბომბებოდა სუმის ოლქი. რუსულმა ძალებმა 170-ზე მეტი დარტყმა მიიტანეს რეგიონის შვიდ დასახლებაზე. შედეგად, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და ელექტროგადამცემი ხაზები.
გასულ ღამეს აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიეს ოლქშიც.
რუსული ძალები თავს დაესხნენ დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკისაც. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.